ბათუ ქუთელია - ჩვენი ამოცანაა, ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ ის პრობლემები, რაც აქვთ და რაც ხვალაც დაემუქრებათ, გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანას არალეგიტიმური მმართველი ჰყავს

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას შეფასებით, ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა. მან დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე დაწესებული შეზღუდვები შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები აქვს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მორგებული იყო იმაზე, როგორ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია ცალმხრივად გადაწერეს. აქედან დაწყებული ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციისკენ. ამიტომაც ყველა გადაწყვეტილების არაგაცხადებული მთავარი რაციონალი იყო ძალაუფლების შენარჩუნება. დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები, თვითგადარჩენის პრობლემა იმ ეკონომიკური კატასტროფიდან, სადაც უკვე შევედით. აქედან გამომდინარე, შეიძლება მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არ შედიოდეს ძალაუფლების მიტაცებაზე ან ხელისუფლებაზე ფიქრი, მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ ის პრობლემები, რაც დღეს აქვთ და რაც ხვალაც დაემუქრებათ, რეალურად გამომდინარეობს იქედან, რომ ქვეყანას არალეგიტიმური მმართველი ჰყავს“,-განაცხადა ქუთელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა