ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობას მთელი ზაფხულის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და არც ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებია.

„სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე აზრი რას სთხოვს იგი საქართველოს მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის შეზღუდვები და ადამიანების შიმშილისთვის გაწირვა, რატომაც ახლა გახდა სავალდებულო, არის იმის შედეგი, რომ მარტი-აპრილიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სექტორი არ მოემზადა.

რაც შეეხება საკუთარ მოსახლეობაზე და პროტესტზე გადაბრალებას, ორი ნიშანდობლივი განზომილებაა აქ. პირველი - კვლევებით დადასტურებულია, რომ ღია ცის ქვეშ, სადაც დაცულია უსაფრთხოების ნორმები, ვირუსი არ გადადის და მეორე - საკუთარ მოსახლეობას, რომელსაც არჩევნები მოპარე, აბრალებ ვირუსის გავრცელებას. ყველას კარგად გვახსოვს დენდროლოგიური პარკის გარშემო მოვლენები, გვახსოვს გახსნილი საზღვარი გაურკვეველი ტურისტებისთვის და ა.შ. ეს არის ამორალურობა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას აბრალებს იმას, რისი ვალდებულებაც, პასუხისმგებლობაც თვითონ ჰქონდა და ეს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში გადასვლის მოწოდება მისთვის გაუგებარია.

„ეს რას ნიშნავს ვერ ვხვდები, ისანში, კახიშვილის შტაბში რომ დოლ-გარმონი ჰქონდათ გამართული, ის ადამიანები გადაიყვანეს თვითიზოლაციაში? როდესაც ორმაგ სტანდარტზე და ამორალურ ბრალდებებზე ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ შტაბებში მოიკითხონ პირველ რიგში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო „ათასობით ოჯახი დაკარგავს სამსახურს, დარჩება შემოსავლის გარეშე. ეს არის სრულიად გაუმართლებელი იმ კუთხით, რომ მთავრობას კონკრეტული ეკონომიკური გეგმა არ წარმოუდგენია“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო