ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი  შესაძლოა, დღეს გაიმართოს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, დღეს გაიმართება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 25 ნოემბერს, პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„უკვე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ვვარაუდობ, რომ ზეგ შეიძლება გაიმართოს მესამე რაუნდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განმარტა, თუ რატომ ესწრება მმართველი გუნდის მხრიდან მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი.

„კოვიდის გამო გადაწყდა, რომ ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს ამ დისკუსიაში. ეს იყო ელჩების თხოვნაც და ჩვენ კოვიდის გათვალისწინებით გაგებით მოვეკიდეთ ამ თხოვნას. თითო პარტიას ჰყავს თითო წარმომადგენელი და ეს საკმარისია იმისათვის, რომ პარტიის პოზიციები იყოს დაფიქსირებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. მოლაპარაკებები ფასილიტატორების ჩართულობით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას აყენებს და ამ მოთხოვნაზე „ქართული ოცნების“ პასუხს ელოდება.

იხილეთ ვიდეო:ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, დღეს გაიმართოს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს