ვახტანგ კალოიანი - შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებას და მოხსნას თავისი კრიტერიუმები აქვს და არ ითვალისწინებს შობას, ახალ წელს, 8 მარტს, ან „ოცნების“ დაბადების დღეს

,,ევროპული საქართველოს“ წევრის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებას და მოხსნას თავისი კრიტერიუმები აქვს და „არ ითვალისწინებს შობას, ახალ წელს, 8 მარტს, ან „ოცნების“ დაბადების დღეს“. ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო პერიოდში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროებით მოხსნას გამოეხმაურა.

კალოიანის თქმით, შემზღუდავი ღონისძიების გამკაცრებას და მოხსნას რამდენიმე კოეფიციენტი აქვს, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია შეზღუდვების მოხსნის გარკვეულ თარიღებზე მორგება.

„ნორმალურ ვითარებაში, სწორი დაგეგმვისას, შემაკავებელი ღონისძიების როგორც გამკაცრებას, ისე მის მოშვებას, აქვს ცალსახა ჩვენება, ეს არის ინფიცირების კოეფიციენტი, გავრცელების სისწრაფე, ჰოსპიტლების დატვირთვის სისწრაფე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს შობას, ახალ წელს, 8 მარტს, ან „ოცნების“ დაბადების დღეს. ჩემთვის გაუგებარია თარიღებზე მორგება შეზღუდვების მოხსნის. ყველას გვინდა ახალი წლის შეხვედრა, ოღონდ არ გვინდა ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებული პაციენტი. როგორც ღონისძიების გამკაცრებას, ისე მოშვებას ცალსახა კრიტერიუმები აქვს, რომელსაც უნდა მისდიოს ხელისუფლებამ“, - აცხადებს კალოიანი.

კალოიანის თქმით, ჰოსპიტალური სექტორის ცუდი ორგანიზების გამო, არსებულ ეპიდვითარებაში „ლოკდაუნი“ ერთადერთი გამოსავალი დარჩა.

„ეს შეზღუდვები საკმაოდ მძაფრი და ძლიერია. რაც შეეხება შეზღუდვების მიზანშეწონილობას, სამწუხაროდ, როგორც ეპიდემიოლოგიური სამსახურის, ისე ჰოსპიტალური სექტორის ცუდი ორგანიზების გამო, „ლოკდაუნი“ ერთადერთი გამოსავალი დარჩა. რეალურად იძულებითი ზომაა, არაორგანიზებულობის გამო, უარეს და ცუდს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება.

ამას გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ექნება, თუმცა, რაც ყველაზე მეტად მაშინებს არის ის, რომ არ ჩანს ხანგრძლივი გეგმა, როგორ ვიქცევით ეპიდემიოლოგიური და კლინიკური თვალსაზრისით ამ „ლოკდაუნის“ დროს, როგორ ვემზადებით მისი გახსნისთვის.

24 დეკემბრიდან რომ მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები, არაფრის მთქმელია, მნიშვნელოვანია რა ეპიდღონისძიებებს ვატარებთ, მათ შორის, ტესტირებასთან მიმართებაში, როგორ ვაძლიერებთ სამედიცინო სისტემას? თუ ამაში 900 ჟანგბადი იგულისხმება კოვიდსასტუმროსთვის, დავღუპულვართ და ეგ არის“,-განაცხადა კალოიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს