ანზორ ბიწაძე - ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების გადადება შევთავაზეთ, თუმცა მათ არჩევნების გადაგორების მიზნით საკუთარი ერის გენოციდზე წასვლა არჩიეს

ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების გადადება შევთავაზეთ, თუმცა მათ არჩევნების გადაგორების მიზნით საკუთარი ერის გენოციდზე წასვლა არჩიეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცოდა, რომ ყოველთვის პრობლემატურია ხელისუფლებისთვის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.

ამასთან, შეზღუდვებზე საუბრისას ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები არის დაგვიანებული.

„რაც ყველაზე ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გადაწყვეტილებები გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის „ლოკდაუნს” და ეს კრიზისი გაგრძელდება არაერთი წელი. ჩვენ ამ ხელისუფლებას შევთავაზეთ, რომ ხომ არ გვეფიქრა არჩევნების გადადებაზე, მაგრამ არჩევნების გადადებაზე ფიქრიც კი არ მოისურვეს მათ და პირიქით, ოპოზიციას დაუწყეს ასე ვთქვათ, დაშანტაჟება, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარების ეშინია. არჩევნების გადადება შეცვლიდა იმას, რაც ეპიდემიოლოგებმა თქვეს, რომ პიკი იქნებოდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში, მაგრამ ხელისუფლებამ თქვა, რომ 100 ათასი ადამიანიც რომ დაინფიცირდეს, მაინც არ გადავდებთ არჩევნებსო. არჩევნების გადაგორება უნდოდათ, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ყოველთვის პრობლემატურია ხელისუფლებისთვის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. ეს არის არჩევნების გადაგორების მიზნით საკუთარი ერის გენოციდზე წასვლა”, - განაცხადა ბიწაძემ.

ამასთან, ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, რომ როდესაც კოვიდსიტუაცია შემსუბუქდება, ხალხს ქუჩაში ღირსება გამოიყვანს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეკატერინე ტიკარაძე გადადგება თუ არა იმიტომ, რომ გასაფუჭებელი გაფუჭებულია. ეს პანდემია როდესაც ოდნავ მაინც შემსუბუქდება, ხალხს ქუჩაში ღირსება გამოიყვანს იმიტომ, რომ მაშინ როდესაც მე ჩემს სახელმწიფოში მენგრევა ჯანდაცვის სისტემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა საკუთარი კბილის ექიმი დაენიშნა ჯანდაცვის მინისტრად, რომელსაც არანაირი თვისებები არ ჰქონდა მენეჯერის ამ სფეროში, რომ ემართა ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, ხალხი გამოვა ქუჩაში და ეს იქნება ღირსებაშელახული ადამიანების ქუჩაში გამოსვლა. არავის არ უნდა უკვდებოდეს ოჯახის წევრი იმიტომ, რომ 8 თვის განმავლობაში კეკლუცობდა ხელისუფლება კოვიდ ეფეტურობით“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო