ვახტანგ კალოიანი - დღეს ნებისმიერი ვირუსი უნდა ჩაითვალოს, როგორც კორონავირუსი და მართვა უნდა მოხდეს ისე, როგორც კორონავირუსის

"ევროპული საქართველოს“ წევრის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ნებისმიერი ვირუსი შეიძლება შეფასდეს, როგორც კორონავირუსი, შესაბამისად, “ყველა პაციენტს უნდა მივუდგეთ ისე, როგორც კორონაპაციენტს“.

ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია“.

კალოიანი დასძენს, რომ პაციენტების მართვა შესაბამისი კლინიკური კრიტერიუმის მიხედვით უნდა მოხდეს.

„ინფექციურ სნეულებებში, ცნობილია, რომ როდესაც გაქვს მასიური გავრცელება, ყველა პაციენტს უნდა მივუდგეთ როგორც კორონაპაციენტს. მსგავსი გამოცდილება იყო „ღორის გრიპის“ დროს, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის დროს. აბსოლუტურად სწორი განცხადებაა. დღეს ნებისმიერი ვირუსი უნდა ჩაითვალოს როგორც კორონა და მისი მართვა უნდა მოხდეს ისე, როგორც კორონასი, რა თქმა უნდა, შესაბამისი კლინიკური კრიტერიუმის მიხედვით“,-აცხადებს კალოიანი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა