"ქუთაისის უნივერსიტეტი" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

"ქუთაისის უნივერსიტეტი" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს. UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგებს ჩაატარებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - "მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. „რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? - ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერი გელა სიორდია უპასუხებს. "ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" პრიორიტეტია მისი სამეცნიერო - აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული, ან საკონსულტაციო მხარდაჭერა", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა