თამარ კორძაია - ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია, ამ დავალებების შესრულებით ხარისხიც ნელ-ნელა უვარდება

ირაკლი კობახიძე უბრალოდ, ერთი მატყუარა ადამიანი და ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია. ხარისხიც ნელ-ნელა უვარდება ამ დავალებების შესრულებით, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, „გაერთიანებული ოპოზიცია ენმ - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

თამარ კორძაია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით შეჯამებული მონაცემებით, მხოლოდ 17 ოქმზე აღმოჩნდა ბიულეტენების მატება.

კორძაიას განცხადებით, „ირაკლი კობახიძეს მონაცემებს სხვები აწვდიან და ისე ლაპარაკობს“.

,,ბატონ ირაკლი კობახიძეს მივმართავ: რამდენი შემაჯამებელი ოქმი აქვს პირადად წაკითხული, რამდენი შესწორების ოქმი აქვს ნანახი და რამდენ უბანზეა ორზე მეტი შესწორების ოქმი? მას უბრალოდ, მონაცემებს აწვდიან და ლაპარაკობს. ყველა ხელისუფლება ცუდად ატარებდა არჩევნებს და ყველა ხელისუფლება ამბობდა, რომ თუ უბანზე ერთი ან ორი ბიულეტინით მეტი იყო ეს პრობლემა არ არის. როდესაც უბანზე ერთი ან ორი ხმა აკლია, ეს ნიშნავს, რომ „კარუსელი“ დატრიალდა ასეთი უბნები არის 986 პროპორციულში და 2000-მდე მაჟორიტარულში. ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, ჩვენ ეს დათვლილი გვაქვს. 8:00 საათის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს „კარუსელი“ არ იყო საკმარისი იმ პროცენტის მისაღებად, რომელიც სურდა „ქართულ ოცნებას“, მათ მოიმატეს და დაიწერეს - 48%. რატომ უნდა ვუტარებდე ირაკლი კობახიძეს ლექციებს და ჩავაგდოთ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში, რომ ირაკლი კობახიძეს საჯაროდ ლექციები ვუკითხოთ, ის თვლის რომ ამდენი ადამიანი ვართ არაკომპეტენტური და მარტომ მან იცის კანონი? ჩვენ მასზე უკეთესად ვიცით, როგორ იქცევიან ხელისუფლებები“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მისივე განცხადებით, ჰქონდათ რეალური შანსი, რომ 7 მაჟორიტარულ ოლქში მოეგოთ, თუმცა მათ ყველა მაჟორიტარს ბათილი ბიულეტენების მეშვეობით პროცენტი დაუგდეს და გადაიყვანეს მეორე ტურში.

,,ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად რეალური შანსი, რომ 7 ოლქში მოეგოთ ჩვენი ბლოკის კანდიდატებს. ეს არის გლდანი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, რუსთავი, მცხეთა და ბოლნისი. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია თვლის, რომ 3%-ის ფარგლებში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ნორმალურია, ნიკა მელიას ოლქში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 5.2 , ზუგდიდში 8.2 , ბათუმში 6.2, რუსთავში 7.2, თელავში 7.2. ხმებში არ იანგარიშება ბათილი ბიულეტენები, ყველა ჩვენ მაჟორიტარს ბათილი ბიულეტენებით პროცენტი დაუგდეს და გადაიყვანეს მეორე ტურში. ქალბატონ თამარ ჟვანიას, ირაკლი კობახიძეს და ყველას ვეუბნები, რომ რაც გააკეთეთ არის დანაშაული და ამაზე აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო