შსს-ს  „112“ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს

შსს-ს 112 თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, თბილისში ა. ხორავას ქუჩაზე №9-ში ხანძართან დაკავშირებით, პირველი ზარი დაფიქსირდა 07:12 წთ-ზე. ოპერატორის და მოქალაქის საუბრის დრო შეადგენს 47 წამს.

07:13 წთ-ზე, საქმე გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. მეხანძრე / მაშველები 07:19 წთ-ზე მივიდნენ მისამართზე. საქმის გადაცემიდან 6 წუთში.

„მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე. აღნიშნულ ინიციატორს, 112-ის ოპერატორმა 4 წამში უპასუხა, შესაბამისად ლოდინის დრო შეადგენს 4 წამს და არა ერთ საათს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატორმა მოისმინა ავტომოპასუხე და არ გამოიყენა 112-1, რაც გულისხმობს, რომ არ აირჩია დაკავშირება საპატრულო პოლიცია / სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, რაც უფრო შეამცირებდა ლოდინის დროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს