გერმანიაში კორონავირუსის 22 806 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში კორონავირუსის 22 806 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 006 394-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად ვირუსს კიდევ 426 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 15 586-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა