„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს დღეს „შავი პარასკევის“ სპეციალურ აქციას სთავაზობს

„ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, მიმდინარე აქციების პარალელურად, მომხმარებელს „შავი პარასკევის“ (Black Friday) სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს, რომლით სარგებლობაც მხოლოდ დღეს, 27 ნოემბერს არის შესაძლებელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს, „შავ პარასკევის“ სპეცაქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისული მომხმარებელი „ტოიოტას“ ნებისმიერი მოდელის ავტომობილის ორიგინალი წარმოების ხუნდებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და მათი შეცვლის მომსახურებაშიც 20%-ით ნაკლებს გადაიხდის.

"აქციით მოსარგებლე ყველა მომხმარებელს საჩუქრად საქარე მინის საწმენდი სითხე გადაეცემა. გარდა „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებისა, სურვილის შემთხვევაში, დღეს მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ცენტრში მიმდინარე სხვა აქციებითაც ისარგებლოს, მათ შორის, 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს ორიგინალი წარმოების გარკვეული სათადარიგო ავტონაწილები, ხოლო მათი შეცვლის სერვისზე 10%-იანი შეღავათი მიიღოს. ასევე, მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა მოდელის ავტომობილებზე სპეცფასად შეცვალოს ძრავის ზეთი და ფილტრი. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით გაუწევენ და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მომხმარებელს შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს 18:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა