ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს შესაძლებელია არა მასობრივი, არამედ სიმბოლური აქცია გაიმართოს

"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს შესაძლებელია არა მასობრივი, არამედ სიმბოლური აქცია იყოს.

როგორც ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრაზე იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ როგორი იქნება მათი სამომავლო ნაბიჯები.

„შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება. არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული რეალურობიდან გამომდინარე, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. ამას უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადავწყვეტთ და გავაცნობთ საზოაგდოებას,“-განაცხადა თარხნიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა