აკაკი ცომაია - რესტორნების და ასეთ ტიპის ობიექტების შეზღუდვა არასამართლიანი გადაწყვეტილებაა

ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი მიდგომაა.

როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, კვების ობიექტები არ არის ის ადგილი, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

„რესტორნების და ასეთ ტიპის ობიექტების შეზღუდვა არასამართლიანი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას წარმოადგენს. ავიღოთ დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რომლებიც ქმნის ეკონომიკურ დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკზონა მაღალი? ცხადია, ის რომ გააჩერონ მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? გასაგებია, საზოგადოებრივი ტრანსპრტის შეჩერება, ის სავარაუდოდ, იმოქმედებს ვირუსის გავრცელების ტემპზე და მნიშვნელოვნად შეამცირებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ კვების ობიექტების და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა საზოგადოების ამ კონკრეტული ნაწილის მიმართ, ძალიან არასამართლიანია. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს არის დიდი საწარმოები, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს ერთდროულად“, - განაცხადა ცომაიამ.

მისივე შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დარჩება უმუშევარი და ეს უმუშევრობის დონეს გაზრდის.

ამასთნ, როგორც ცომაიამ აღნიშნა, დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„რეგულაციები არის შედეგი იმისა, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და ამ ჯანდაცვის სისტემაში როგორ ხორციელდება მართვის პროცესი. თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს დატვირთვას, დგება დღის წესრიგში მრუდის გაბრტყელება, ანუ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემთვევა იყოს. თუ ჯანდაცვის სისტემაში მენეჯმენტი არის მთლიანად ჩამოშლილი, ცხადია, ამ შემთვევაში, რეგულაციების ხარისხიც მაღალია. ჯანდაცვის სისტემა რომ გაუმართავად მუშაობს საქართველოში, ეს ცალსახად ხელისუფლების ბრალია იმიტომ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ხარისხზე. მართვა ნიშნავს იმას, რომ საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ზუსტად ის ადამიანები, ვისაც სჭირდება ჰოსპიალიზაცია. ამ პროცესს სჭირდებოდა სწორად მართვა და ამისთვის ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა და ვერაფერი ვერ ისწავლა ამ პერდიოში, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, როგორ უნდა დავინახოთ ვის სჭირდება ჰისპოტალიზაცია და ვის არა, როგორ მოვახდინოთ ამ პროცესის ადმინისტრირება. ამას სჭრდება მართვა, ხელისუფლებაში და ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება მე ის ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ამის ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს დანარჩენი საზოგადოება ვიხდით იმით, რომ ზოგიერთი ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა, ვისაც ყველაზე მეტად არ გაუმართლებს, მნიშვნელოვნად შემცირდება“, - განაცხადა ცომაიამ.

ცნობისვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო