მაია ცქიტიშვილი - ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს

ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილში დაეხმარებიან.

„დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც არის სავაჭრო ქსელისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის , თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის . ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული პირების, თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს.

ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, ახლაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, სამსახურს დაკარგავენ, ვთავაზობთ ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

ბანკებთან ერთად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:როგორ დაეხმარება მთავრობა თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ და სამსახური დაკარგეს?

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს