ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასტუმროების წარმომადგენლებთან ეკონომიკის მინისტრისა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის შეხვედრაა დაგეგმილი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სრულ კომუნიკაციაში იმ ბიზნეს სექტორთან, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.

„ დაგეგმილია ეკონომიკის მინისტრის და ბიზნესომბუდსმენის ოფისის შეხვედრა სასტუმროებთან, სათხილამურო კურორტების სასტუმროებთან, რათა მათთან ერთადაც მოხდეს მსჯელობა იმ შესაძლო დახმარებაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება დასჭირდეთ. ასევე, სრულ კომუნიკაციაში ვართ ყველა იმ ბიზნეს სექტორთან, რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა“,-აცხადებს ცქიტიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს