თამარ გაბუნია - ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა მის გასაკეთებლად

ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა ვაქცინის გასაკეთებლად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა მუშაობს ქვეყნისთვის განსაზღვრული 700 ათასი დოზა ვაქცინის დროულად მისაღებად.

„ბევრ ქვეყანაში დიდი კითხვის ნიშნები ისმის ვაქცინის სარგებელთან, შესაძლო გვერდით მოვლენებთან და იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები. ამაზე, რა თქმა უნდა, მეცნიერები გვპასუხობენ, თუმცა ამასაც სჭირდება კომუნიკაცია. ვაქცინა ჩვენთვის გარკვეულწილად იმედის სხივია, ეს არის ეპიდემიისთვის დასასრულის დასაწყისი. ამდენად, ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან იმაზე, რომ ერთი მხრივ კოვაქსის ინოვაციის ფარგლებში, ჩვენთვის უკვე განსაზღვრული 20% - 700 ათასი დოზა მივიღოთ დროულად, როგორც კი დაიწყებს კოვაქსი ვაქცინების განაწილებას. ასევე, ინდივიდუალურ წარმატებულ მწარმოებლებთანაც ვმუშაოთ იმისთვის, რომ ვაქცინა შემოვიდეს დროზე. აქ ყველას ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და ვაქცინაციამ რაც შეიძლება მეტი მოსახლე მოიცვას“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა