მაია ცქიტიშვილი - ყველა კონფესიისა და რელიგიის მიმდევრის უფლება დაცული იქნება, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა

კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ყველა კონფესიისა და რელიგიის მიმდევრის უფლება დაცული იქნება, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემა ისე იმუშავებს, როგორც გაზაფხულზე და ყველა რელიგიის მიმდევრის უფლება დაცული იქნება.

"ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი მართმადიდებელი საზოგადოებაა, უქმე დღეებიც, როგორც შობა და სხვა უქმე დღეები დაკავშირებულია უშუალოდ მართმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას 6-დან 7 იანვარს ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი. რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიებს, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით - გაზაფხულზე, ასევე ახლაც ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მათი უფლებები დაცული იყოს. კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ეს ზედმეტი აჟიოტაჟია, თავდაპირველადვე იყო აღნიშნული, რომ ეს სისტემა ისე იმუშავებდა, როგორც გაზაფხულზე. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ყველა კონფესიისა და რელიგიის მიმდევარიის უფლება დაცული იქნება, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა