პაატა იმნაძე - დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ კორონა მოგონილია იმიტომ, რომ დაჩიპონ - აი ახლა, ჯომოლუნგმაზე ავდივართ

„მთავარი ის არის, რომ დღესაც ნახავთ თქვენ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს, არ სჯერა, რომ ეს არის პრობლემა და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა არის კორონავირუსთან ბრძოლის ის მთავარი ხარვეზი, რაც ამ დრომდე ვერ აღმოიფხვრა.

იმნაძის თქმით, ასევე არის კომუნიკაციის პრობლემა.

„ფაქტი სახეზეა, გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ჩემზე მეტი დრო გაქვთ ალბათ, რომ სოციალური ქსელი ნახოთ. რომ მიმზადებს ხოლმე ჩვენი პრესსამსახური, ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კიდევ შეიძლებოდა ასე ეფიქრათ. ჩვენს ვებგვერდზე იდება ხოლმე, შეხედეთ როგორ მიდის კორონას შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვადარებდი ხოლმე ჯომოლუნგმას, აი ახლა, ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო:დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ... - პაატა იმნაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო