მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, პროტესტი მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს.

„პროტესტი აუცილებლად შედგება და ამაზე თანხმობა არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. რა ფორმას მიიღეს ეს პროტესტი, ამას დრო გვაჩვენებს. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ნაწილი სწორედ პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიიღებს ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოებულ სხდომაზე,“- განაცხადა საბა ბუაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო