დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს.

„გამოვნახეთ საშუალება და ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყეთ რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. ანალოგიურად იქნება ახლაც და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ ამ მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების მიტანას ვუზრუნველყოფთ“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა