მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ.

„მოგეხსენებათ, რომ 28 ნოემბრიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა