გიგი უგულავა - საერთო კონსენსუსი არსებობს, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება

ოპოზიციის საერთო კონსენსუსი არსებობს - ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორთან და ბიზნეს ჯგუფთან შეხვედრას გეგმავენ.

"ხვალ, 14:00 საათზე შეკრებაა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ და გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, საერთო კონსენსუსი არსებობს - პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, ეს შემიძლია დავადასტურო. ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება. პარალელურად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვინდა. ასევე ბიზნენის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვგეგმავთ, საუბრის თემა ბუნებრივია, ორი იქნება - საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, კოვიდ რეგულაციები, რადგან ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეკონომიკის მთლიანი მოკვლაა და არა შუალედური და ოქროს გზა", - განაცხადა უგულავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა კორონავირუსთან ჩაფლავებულია.

"ამ მთავრობის ხელში ორმაგი დარტყმის ქვეშ ვართ - ბრძოლა კორონავირუსთან ჩაფლავებულია, ეკონომიკა ამ რეგულაციებით მომსპარია! ეკონომიკის მიმართულებით ძალიან მძიმე დღეები გველოდება", - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საპროტესტო აქცია შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს