ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. გაბუნიას მის მიმართ უკანონოდ განხორციელებული თვალთვალის საქმეზე დღეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ. როგორც ჟურნალისტმა უწყებაში შესვლამდე აღნიშნა, დღეს ის საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობა.

„ახალი არაფერი არ ვიცი. დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გამოვცხადებულიყავი დღეს იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ. ვნახოთ, რას მეტყვიან ახლა. საქმის მასალებიც დეტალურად უნდა გაგვაცნონ მეც და ჩემს ადვოკატსაც“, - აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ საქმეს გამოძიება ბოლომდე მიიყვანს.

„გამიხარდა ეს რომ მოხდა იმიტომ, რომ წინ მიდის პროცესი და სხვა გამოძიებების მსგავსად, ერთ ადგილას გაყინული არ არის. მიხარია, რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და გამოძიებაც გრძელდება. თავის მხრივ, უკრაინული მხარეც არის ჩართული და ესეც არ მისცემს პროცესს საშუალებას, რომ გაჩერდეს და ერთ ადგილზე გაიყინოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით, ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

„"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება“, - აღნიშნულის სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს