გიგა ბოკერია - „კარტოგრაფების საქმე“ არის თემა, რამდენად საშიშია ეს რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის

გვაქვს რეჟიმი და გვყავს ადამიანი, თავისი არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია თავისი ძალაუფლებისთვის და ფეხებზე ჰკიდია მოქალაქეების ინტერესები, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, კანონი, სრულიად უდანაშაულო პოლიტიკური არაოპონენტი, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის ხელსაყრელი ადამიანების ციხეში ჩაყრა, - ასე ეხმაურაბა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციას.

როგორც ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ე.წ. კარტოგრაფების საქმე „ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის უმდაბლესი სტანდარტითაც კი გამორჩეული საქმეა, რადგან მთავრობის წერებმაც კი იციან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან“.

„პირად საუბრებში ამბობენ, უბრალოდ დავიჭირეთ, რადგან ასე გვჭირდებოდა პოლიტიკური კამპანიისთვის ოპონენტების გასაშავებლად. ასეთი უტიფარი, სამარცხვინო და საშიში რეჟიმია ყველასთვის. გარდა ადამიანური ამბისა, რომ ეს ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც პარტიულ პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია, თავის საქმეს აკეთებდა და ახლა ზის ციხეში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური გუნდის თემა, ეს არის თემა, რამდენად საშიში იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს რეჟიმი, რომელსაც ასე შეუძლია საზოგადოების საღი აზრის მქონე ადამიანები ასე უტიფრად მძევლად აიყვანოს.

გვაქვს რეჟიმი და გვყავს ადამიანი, თავისი არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია თავისი ძალაუფლებისთვის და ფეხებზე ჰკიდია მოქალაქეების ინტერესები, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, კანონი, სრულიად უდანაშაულო პოლიტიკური არაოპონენტი, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის ხელსაყრელი ადამიანების ციხეში ჩაყრა შეუძლია. დამატებითი დეტალია, რომ მათ ადვოკატებს მასალებსაც კი არ აძლევენ, ასევე დეტალია, რომ ეს ხალხი გირაოთიც კი არ გამოუშვეს, რომ მივხვდეთ, სადამდეა ამ სამარცხვინო რეჟიმის ცინიზმი მისული, რომლის მშვიდობიანად მოშორება ჩვენი ეროვნული ამოცანაა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც, მათივე შეფასებით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.

აქციის მონაწილეები დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო