ელენე ხოშტარია - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სურვილების გამო, მძევლებად არიან

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სურვილების გამო, მძევლებად არიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი დღე, არცერთ ვითარებაში ხელისუფლებას მოსვენება არ ექნება.

„ყველამ უნდა იცოდეს და ხელისუფლებამაც, როგორც არ უნდა ეგონოთ, რომ ძალა მათ მხარეს არის, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ არცერთი წამი არ შევეგუებით იმას, ეს უდანაშაულო და უწესიერესი ადამიანები, რომლებსაც მადლობა ეკუთვნით ამ სახელმწიფოსგან, მძევლებად არიან უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სურვილების გამო. არცერთი დღე, არცერთ ვითარებაში არ ექნებათ მათ მოსვენება”,- აცხადებს ხოშტარია.

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არის ინფორმაცია, რომელიც გამოთხოვილი აქვთ ადვოკატებს, თუმცა არ აწვდიან „რადგან “ქართული ოცნებას” ეს არ აწყობს“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს კარგად უნდა ესმოდეს, რომ იმ დანაშაულებრივ ჯაჭვში, რომელიც დღეს სახელმწიფოშია შექმნილი და რომელიც ჩაგრავს ამ უდანაშაულო ამ ორ ადამიანს, ისინიც არიან პასუხისმგებლები. საერთოდ ყველს უნდა ესმოდეს, რომ ბოროტებაზე და დანაშაულზე პასუხისმგებლები არამარტო დამკვეთები, არამედ შემსრულებლებიც არიან. ამიტომ ასეთ ამორალურ საქმეში, რომელიც საბჭოთა რეპრესირების პერიოდის შინაარსის არის, არ შეიძლება დუმდე. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა და შეეწინააღმდეგოს ამ ბოროტებას”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებთ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც, მათივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს