საქართველოს მთავრობას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ხელი 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა

საქართველოს მთავრობას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ხელი 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გუშინ, ვენაში (ავსტრია) განლაგებული, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დაზუ იანგმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ხელი მოაწერეს 10,2 მილიონი ევროს ღირებულების ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის 2020-2025 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას (Country Programme Framework (CPF) between the Government of Georgia and the International Atomic Energy Agency (IAEA)).

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს.

„კონკრეტულად, პროექტების განხორციელებისთვის 10 199 509 ევრო გამოიყოფა. ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით მიმართა ხელმოწერის ცერემონიალის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა აესს-სა და საქართველოს შორის ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სააგენტოს, წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, რომელიც მოიცავდა აშშ-სა და ნორვეგიის მთავრობების დაფინანსებით, სააგენტოს მიერ საქართველოსთვის RT-PCR დანადგარების გადაცემას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა