რუსეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იანვარ-თებერვალში დაიწყება

რუსეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იანვარ-თებერვალში დაიწყება, თუმცა რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანები, შესაძლოა, დეკემბერშიც აიცრან, - ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

„ვაქცინაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. მასობრივი ვაქცინაცია კი იანვარ-თებერვალში დაიწყება. ვაქცინაცია, ისევე როგორც ნებისმიერი სამედიცინო დახმარება, ტარდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით. ნებაყოფლობითი პრინციპის დაცვა სავალდებულოა ”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა დარეგისტრირებული :“სპუტნიკ V" და „ეპივაკკორონა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა