მცხეთასთან ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მცხეთასთან ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ambebi.ge- ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. ავტომანქანაში სამი ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი.

უწყების ცნობით, მყვინთავები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ 30 მეტრის სიღრმის ხევში და დაიწყეს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. პარალელურად, დრონის მეშვეობით ხდებოდა მდინარის ხეობის მონიტორინგი. მყვინთავი-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად სამივე ცხედრის პოვნა და ამოსვენება მალევე მოხერხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა