28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე, 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვის გამო, „საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვის გამო "საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.

როგორც "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

„ამ პერიოდში განახლდება „საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანები. რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ, დააბრუნოთ ბილეთები, რადგან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას“,- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს