ირანი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელობის ფაქტში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს, მკვლელობის ფაქტში „ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები“ ჩანს და რომ ქვეყანა იტოვებს უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც ირანის ელჩმა გაეროში მაჯიდ თახთ რავანჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს მისწერა.

„შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან ჩემი ქვეყნის მიმართ ნებისმიერი ავანტიურისტული ზომების შემთხვევაში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საკუთარი ხალხისა და ინტერესების დასაცავად,“- აღნიშნულია წერილში.

ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე გუშინ თეირანთან ახლოს მოკლეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორის აქტი“ უწოდა და ისრაელზე მიანიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო