ჯო ბაიდენი - ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენ თითოეულ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

ამ კრიზისის დამარცხებაში ყველამ საკუთარი როლი უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ ფედერალური მთავრობა ამას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერში“ გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, სადაც ის ამერიკელებს კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.

არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველამ ის უნდა აკეთოს, რისი გაკეთებაც შეუძლია.

„თითოეულ ჩვენგანს საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა გვაკისრია. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ვირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია,“- აცხადებს ბაიდენი.

მისი თქმით, ეს არის არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ თხოვნა, რომელიც მეცნიერებას ეფუძნება.

შეგახსენებთ, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 270 000-ზე მეტი ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენ თითოეულ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - ჯო ბაიდენი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო