ირანის პრეზიდენტი - წამებული ფახრიზადეს მკვლელობა ჩვენი მტრების სასოწარკვეთას აჩვენებს, მისი მოწამეობრივი აღსასრული ჩვენს მიღწევებს ვერ შეანელებს

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. „გლობალური ამპარტავნების ბოროტი ხელი დაქირავებული უზურპატორი სიონისტური რეჟიმის სისხლით კიდევ ერთხელ შეიღება,“- განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

მისივე თქმით, მოსენ ფახრიზადეს სიკვდილი ირანის მიღწევებს ვერ შეანელებს.

„წამებული ფახრიზადეს მკვლელობა აჩვენებს ჩვენი მტრების სასოწარკვეთას და მათი სიძულვილის სიღრმეს. მისი მოწამეობრივი აღსასრული ჩვენს მიღწევებს ვერ შეანელებს, ” - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე გუშინ თეირანთან ახლოს მოკლეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორის აქტი“ უწოდა და ისრაელის კვალზე მიანიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს