მართვით სუნთქვაზე მყოფი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კობა დავითაშვილი დაახლოებით 10 დღეა რაც ალადაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის.

„კობა დავითაშვილი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაა, სეფსისი და სეფტიური შოკი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე“,- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია