რუსეთის საგარეო უწყება - კარასინმა და აბაშიძემ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს, რისი პირობაც საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს, რისი პირობებიც კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ორივე ქვეყანაში ნორმალიზებული უნდა იყოს,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულ „უსაფუძვლო ბრალდებებს" „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო დაკავებებთან“ დაკავშირებით.

„რუსეთის, ისევე როგორც ჩვენი აფხაზი და სამხრეთ ოსი პარტნიორების მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ე.წ. „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო“ დაკავებებს ეხება, ითქვა, რომ საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა პროვოკაციების შეჩერებისა და საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღკვეთის აუცილებლობას, ასევე საკითხების კონსტრუქციული გზით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განხილვის საჭიროებას,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი