რუსეთის საგარეო უწყება - კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა

გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

„იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისთვის გამოიყენებენ,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო