ეკა ბესელიას განცხადებით, ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება გარდაუვალია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში გარდაუვალია.

როგორც მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ ერთ პარტია იქნება, სრულფასოვნად ვერ იმუშავებს. მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ, მათ შორის განიხილავენ, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს.

“ის, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ეს მე გარდაუვალი მგონია. როგორი სიჯიუტეც არ უნდა გამოიჩინოს მმართველმა პარტიამ, ალბათ, ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩენილი პარლამენტი უბრალოდ ვერ გაუძლებს ლეგიტიმაციას ვერც პოლიტიკური და ვერც სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ საკითხს ჩვენ, როგორც მთავარ დღის წესრიგს, ისე ვაყენებთ. შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც დაინიშნება უახლოეს პერიოდში, ხელისუფლება ალბათ მოვა კონკრეტული საკითხებით, იმიტომ, რომ ეს ინდივიდულური შეხვედრები საკმარისია იმისთვის, რომ ოპოზიციის შიგნით ერთიანი პოზიცია დაინახონ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სისუსტე ვერავისში ვერ იპოვეს, რაც ყველაზე ძლიერი ფაქტორი მგონია იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე იმაზე, თუ როგორი სტრატეგია გვექნება იმ დღისთვის, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ორი ვერსია არსებობს.

„პირველი ვერსია არის ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც კონსტიტუციურად უგრძელდება უფლებამოსილება იქამდე ვიდრე ახალი პარლამენტი არ შეიკრიბება, მიიღოს ის აუცილებელი საარჩევნო ცვლილებები, რომელიც შექმნის სანდოობის წინაპირობას ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. ეს შესაძლებელია მოხდეს ძალიან მოკლე დროში. დაჩქარებული წესით ეს შეიძლება ერთ თვეში მიიღოს პარლამენტმა, რომელსაც ჯერ აქვს ლეგიტიმაცია და ასევე ამის შემდგომ ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ეს შეიძლება იყოს ადრეული გაზაფხულის რომელიმე თვე. ეს არის ერთი ვერსია, რაც უმტკივნეულო გამოსავალია. არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ ვერსიას იზიარებენ. მეორე ვერსიაა, თუ იჩქარებს „ქართული ოცნება“ და ახალ პარლამენტს, რომელიც იქნება პოლიტიკურად კოჭლი პარლამენტი, იმიტომ, რომ ის კონსტიტუციურად სრულფასოვანი ვერ იქნება, თუ მაინც შეკრებს და დაიწყებს უფლებამოსილების ცნობას, რთული იქნება ამ პარლამენტის საშუალებით ამ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ახალი არჩევნების ჩატარებას სჭირდება, თუმცა ეს იქნება მეორე ვერსია. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი „ქართული ოცნებისთვის“. წარმოიდგინეთ, როგორია საერთაშორისო პარტნიორებისთვის მარტო დარჩენილი, ერთ პარტია პარლამენტში. რომელ გზას აირჩევს მმართველი პარტია, ეს იქნება მათი მხრიდან გადასაწყვეტი. ვფიქრობ, რომ პირველი ვერსია უკეთესი იქნება“, - განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო