გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - ნაწილობრივი „ლოქდაუნი“, შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ნაწილობრივი „ლოქდაუნი“, შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს, - ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„წინ ზამთრის გრძელი 3-4 თვე გვაქვს. შესაძლებელია, შეზღუდვები 2021 წლის პირველ თვეებშიც ძალაში დარჩეს,“- აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნი“ ნოემბრის დასაწყისში დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში დაიკეტა ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები ჯერჯერობით ღია რჩება. გასული კვირის ოთხშაბათს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის რეგიონების ლიდერები შეზღუდვების მინიმუმ 20 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა