გიგი უგულავა - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე სწორი და გამართლებულია და „ოცნება“ თავისი 90 ვაჟკაცი დეპუტატით იძულებული გახდება დათანხმდეს

„ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ ოპოზიციონერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, პარლამენტი შინაარს მოკლებულია, როდესაც ის ერთპარტიულია, რადგან მისი არსი მრავალპარტიულობაში მდგომარეობს. ამასთანავე, უგულავამ განაცხადა, რომ მმართველი ძალა იძულებული გახდება, დააკმაყოფილოს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე გამართლებულია, რომ გაზაფხულზე ჩატარდეს.

„როგორც საზოგადოებისთის ცნობილია, „არარჩეული პარლამენტის“ უფლებამოსილების დღე მოძრავია იმ გაგებით, რომ დამოკიდებულია ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმზე, შესაბამისად, 29 ნოემბრიდან დაწყებული 20 დეკემბრით დამთავრებული ნებისმიერ დღეს შეიძლება იყოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ საჯაროდ და ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასაც“, მათი მცდელობების მიუხედავად, რეალურად ნახავთ, რომ ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ძალიან მალე მოხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უმაგრებს ზურგს, ვგულისხმობ, რიგგარეშე არჩევნებს. ყველაზე ლოგიკურად ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს გაზაფხულზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიის პიკი გადაივლის. ბუნებრივია, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ 2021 წლის გაზაფხული არის ლოგიკური, სწორი და გამართლებული და „ქართული ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება, დათანხმდეს ამას იმიტომ, რომ მთლიანად აცდენილი იქნება საზოგადოების მაჯისა და გულისცემას,“- განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო