ირანის უზენაესი ლიდერი მეცნიერის მკვლელობაზე- გამოიძიეთ ეს დანაშაული და ყველა დამნაშავე და პასუხისმგებელი პირი დასაჯეთ

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერი ბირთვულ და თავდაცვის სფეროებში - დოქტორი მოსენ ფახრიზადე- სასტიკმა დაქირავებულებმა მოკლეს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მან შესაბამის უწყებებს მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

„თავისი დიდი სამეცნიერო ძალისხმევით მან სიცოცხლე შესწირა ღვთის გზას და მოწამეობის მაღალი სტატუსი მისი ღვთიური ჯილდოა. ყველა შესაბამისმა თანამდებობის პირმა ორი დღის წესრიგი უნდა დასახოს : პირველი, გამოიძიოს ეს დანაშაული და მკაცრად დასაჯოს დამნაშავეები და პასუხისმგებელი პირები, მეორე : უზრუნველყოს მოწამის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საქმიანობის გაგრძელება ყველა სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა,“- წერს აიათოლა ალი ხამენეი „ტვიტერში“.

ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე გუშინ თეირანთან ახლოს მოკლეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორის აქტი“ უწოდა და ისრაელის კვალზე მიანიშნა. მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმაც და განაცხადა, რომ ირანი ამ ქმედებას „შესაფერის დროს უპასუხებს.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა