თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნობა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნობა. როგორც რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში იმ მასალებს გაეცნობა, რომელსაც „გრიფით საიდუმლო“ მოეხსნა. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, როგორც რამიშვილი ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ნამდვილად მოკლეს და იმოქმედებს იმ პირების დასადგენად, ვინც ეს ჩაიდინა.

„იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ გავარკვიეთ ჩვენ თვითონ, რომ ის აბები, რომელიც ვითომ შეიძინა თამარმა, თამარის მიერ არ არის შეძენილი. გარკვეული ინფორმაციაც მაქვს, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ნამდვილად მოკლულია და შეიძლება რამდენიმე ხნის შემდეგ გარკვეული ინფორმაციაც მოვიპოვო, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, თუ გამოძიება ამას გამოიძიებს. შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესიც კი იყო გარკვეული პირების. ვიმოქმედებ ისე, რომ დავადგინო ის პირები, ორი იქნება თუ სამი, ის მამაკაცები, ვინც მკვლელობა ჩაიდინა“,- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა