„ვოლვო ქარ საქართველო“ დისტანციურ გაყიდვებზე გადადის

„ვოლვო ქარ საქართველო“ დისტანციურ გაყიდვებზე გადადის და მომხმარებელს ტესტ დრაივებს სახლში მიყვანით სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“აცნობეს, 28 ნოემბრიდან, მოხმარებელს ექნება საშუალება ცენტრში მოსვლის გარეშე გაიაროს ტესტ დრაივი Volvo XC90, XC60, S90 და S60 მოდელებზე.

„ჩვენ კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გვსურს ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით ისარგებლონ ტესტ დრაივით და ჩვენ ავტომობილს სახლში მივუყვანთ მთელი კვირის განმავლობაში. ასევე 360 გრადუსიანი ვიზუალების მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი სამოდელო რიგი, ხოლო „შექმენი შენი ვოლვოს“ მეშვეობით შეარჩიონ სასურველი კომპლექტაცია, ჩვენ კი მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ადგილზე მივუყვანთ”, - განაცხადა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„Test Drive-ზე ჩაწერა შესაძლებელია როგორც ვებ გვერდის მეშვეობით volvocars.com-ზე, ასევე ქოლ ცენტრში დარეკვით 032 224 42 42. „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების კონსულტანტები ყველა რეკომენდაციის დაცვით და სრული აღჭურვით მოგაკითხავენ სასურველ მისამართზე მთელი თბილისის მასშტაბით. ასევე ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ტექნიკური მონაცემების, ფოტოების ნახვა და ფასის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც ვებ გვერდ volvocars.com-ზე, ასევე „ვოლვო ქარ საქართველოს“ Facebook გვერდზე. „ვოლვო ქარ საქართველო“ ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC60, S60 და S90 მოდელები 40 000 ლარიანი ფასდაკლებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა