დავით ბაქრაძე - დღეს მაგიდაზე დევს ოპოზიციის წინადადება ვადამდელი არჩევნების შესახებ,  ჩვენ და ელჩები ველოდებით,  რას შემოგვთავაზებს „ოცნება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე ბოლო შეხვედრაზე ოპოზიციამ წარადგინა წინადადება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მაშინ შედგება, როდესაც მმართველი გუნდი ოპოზიციას „შინაარსობრივ და აზრიან“ წინადადებას წარუდგენს.

„მეორე რაუნდი დასრულდა ოპოზიციის შეთავაზებით, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი და განმუხტვა არის გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების, ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო პასუხი მოვისმინეთ, ოფიციალურად მოლაპარაკების მაგიდასთან ამაზე უარი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია, არ მიგვიღია მათი მხრიდან შემხვედრი წინადადება, რას გვთავაზობს ხელისუფლება კრიზისიდან გამოსასვლელად, ხელისუფლება როცა მზად იქნება, ექნებათ რაიმე ტიპის წინადადება, რომელსაც ჩვენი შუამავლები, ელჩები ჩათვლიან, რომ საკმარისი საფუძველია, რომ მესამე რაუნდი შედგეს და ვიმსჯელოთ, მაშინ შედგება. შეკრებას, შეკრების გულისთვის არავინ აპირებს. ბოლო რაუნდი დასრულდა ოპოზიციის წინადადებით, დღეს მაგიდაზე დევს ოპოზიციის წინადადება ვადამდელი არჩევნების შესახებ, არაფერი არ დევს მაგიდაზე „ქართული ოცნებისგან“ ამიტომ ბურთი „ქართული ოცნების“ მხარეს არის, ველოდებით ჩვენ და ელჩები რას შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა