დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის შეკრების დღეს, ოპოზიციის ლიდერები 3 მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მათ შორის პარტიული სიების ჩახსნის შესახებ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მეათე მოწვევეის პარლამენტის შეკრების დღეს, ოპოზიცია შეიკრიბება და ლიდერები სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

ბაქრაძის განმარტებით, პირველი დოკუმენტი იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამავე დოკუმენტში იქნება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც. მეორე დოკუმენტი გულისხმობს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, ვინც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, იმის შესახებ, რომ არც ერთი პარტია არ მოახდენს იმ დეპუტატების ჩანაცვლებას, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ.

„დღეს მთავარი საკითხი ოპოზიციაში იყო ის თუ რა გეგმები ექნება ოპოზიციას პარლამენტის პირველ შეკრებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ტრადიციული ფართომასშტაბიანი შეკრებისგან რუსთაველზე, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტის გამოხატვა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ გაყალბებული არჩევნების შედეგად, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, შედგება ოპოზიციის შეკრება, სადაც ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს.

პირველი დოკუმენტი ეს იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება კიდევ ერთხელ, რომ არჩევნები არის გაყალბებული და მოთხოვნა ოპოზიციის არის ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს და თითოეული ასეთი ადამიანი იქ საჯაროდ მოაწერს ხელს განცხადებას, რომ ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას და გაყალბების დაკანონებას.

მესამე დოკუმენტი იქნება უკვე პარტიული განაცხადი, სადაც ჩაიხსნება პარტიული რეგისტრაცია, პარტიული სიები და არც ერთი პარტია არ მოახდენს არშესული დეპუტატების ჩანაცვლებას. ანუ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური პოლიტიკური აქცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 48%-იანი „ქართული ოცნება“. და კიდევ ერთხელ, რომ ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად ერთიანი და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა კრიზისის განმუხტვა გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარების გზით,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს