ნინო ბურჯანაძე - 21-ე საუკუნეში ივანიშვილი დარჩა თავის მანქურთებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტით

დარჩა ბიძინა ივანიშვილი თავის მანქურთებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტით 21-ე საუკუნეში. ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებენ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციონერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის 60 ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც გასულია პარლამენტში, ოფიციალურ განცხადებას დაწერს პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება ახალ ისტორიულ ფურცელს წერს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში.

„მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომელსაც აწარმოებდა ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ერთხელ უკვე წყალში ჩაეყარა მეორე ტურთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იყო ძახილი იმისა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებაში“ აქვთ ინფორმაცია, რომ ცალკეული პარტიები თუ ცალკეული დეპუტატები შესვლას აპირებენ პარლამენტში, ოპოზიციამ მიიღო ერთობლივი ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომ არც ერთი დეპუტატი და არც ერთი პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად გადასცდა ბარიერს, არ შედის პარლამენტში პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, მოპარული, იქურდა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა და მოპარულისა და ნაქურდალის განაწილებაში არავინ მონაწილეობას არ აპირებს.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ღონისძიება, რომელიც ჩატარდება - ეს იქნება ერთობლივი პოზიციის კიდევ ერთი დეკლარირება. ოფიციალურად დაიწერება ყველა იმ 60 დეპუტატისგან, რომელიც გასულია პარლამენტში, განცხადება პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე, ყველა პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც ფორმალურად გადასულია ბარიერს, დაიწერება განცხადება ე.წ სიის ჩახსნასთან დაკავშირებით, რათა ყველანაირი სპეკულაცია, რომ ვინმე ოდესმე პარლამენტში შევა, დასრულდეს და ასევე, ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღებული კვლავ მოვაწერთ ხელს დეკლარაციას პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევო კომისიების შეცვლის მოთხოვნით და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ეს არის ერთობლივი პოზიცია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს