ზაალ უდუმაშვილი - ყველა დეპუტატი, ვინც გასულია პარლამენტში, ხელს მოაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ფართომასშტაბიან აქციას არ გამართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ დღეს, ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ დეკლარაციას, ასევე გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება მთავარი მოთხოვნები.

„ იმ დღეს, როდესაც შეიკრიბება მეათე მოწვევის კომუნისტური პარტია უფლებამოსილების ცნობისთვის, ჩვენ არ გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ფართომასშტაბიანი აქციები დღის წესრიგიდან იხსნება, აუცილებლად იქნება, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ. ამ დღეს ოპოზიცია შეიკრიბება, ოღონდ არა მხოლოდ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში არის ახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ვაყენებთ 31 ოქტომბრის შემდეგ.

ასევე, პარტიის ხელმძღვანელები თავიანთი ხელმოწერებით მოხსნიან პარტიულ სიებს, ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს ამ მონაცემებით გასულია პარლამენტში, ყველა ეს დეპუტატი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს განცხადებას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, ეს იქნება ჩვენი აქცია, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა