მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად ლოგიკურია ის განმატებები, რაც გაკეთდა ზურაბ აბაშიძის მხრიდან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქართულ მხარეს დასამალი არაფერი აქვს და ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტი რუსეთისთვის საინტერესო გარემოებებს ნათელს მოფენს. ამის შესახებ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება უცხოელი, მათ შორის რუსი ექსპერტები მიიღოს.

„ის წუხილები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რუსულ მხარეს, ვფიქრობ, საფუძველსმოკლებულია და აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს დასამალი არ აქვს. უბრალოდ, აქაც არ შეიძლება ვინმემ გვიკარნახოს ფორმატი და საერთაშორისო ჩართულობით შეიძლება ყველა იმ გარემოებისთვის ნათელის მოფენა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს რუსეთისთვის ამ თვალსაზრისით. არ ვხედავ დიდ პრობლემას და დიდი დისკუსის საგანიც არაფერი რჩება. აბსოლუტურად ლოგიკურია ის განმატებები, რომელიც გაკეთდა აბაშიძის მხრიდან“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, როგორც აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი