ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზაზეც იყო საუბარი, რაზეც საზოგადოებამ  არაფერი იცის

რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მთავარი ხელისშემშლელი ხელისუფლების უუნარობაა. ხელისუფლება რომ უუნარო არ იყოს, არც სიძულვილის ენა იქნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, რითაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზაზეც იყო საუბარი, ბურჯანაძე აცხადებს, რომ მსგავსი საკითხის განხილვა საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელია.

„გაჩნდა საუბარი აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ამის თაობაზე არაფერი ვიცით და რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის განხილვა საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ წავა ისეთ დათმობაზე, საქართველოსთვის მოგების გარეშე, რომელიც საქართველოსთვის არ იქნება მისაღები. ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ეს ჩვენ არაერთხელ დავინახეთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს, რისი პირობებიც კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ორივე ქვეყანაში ნორმალიზებული უნდა იყოს,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა