დავით ბაქრაძე - პარტიამ, რომელიც პარლამენტში არ შედის, დაფინანსების საპარლამენტო კომპონენტი არ უნდა მიიღოს, მაგრამ არ არსებობს საფუძველი, უარი თქვას დაფინანსების საარჩევნო კომპონენტზე

“ცალსახად ცხადია, პარტიამ, რომელიც არ შედის პარლამენტში, არ უნდა მიიღოს დაფინანსების საპარლამენტო კომპონენტი, მაგრამ არ არსებობს საფუძველი, უარი თქვას დაფინანსების საარჩევნო კომპონენტზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო დაფინანსების არ აღება, რეალურად ოპოზიციის მნიშვნელოვან დასუსტებას ნიშნავს.

„იმ პირობებში, როდესაც არჩევნები ისედაც გაყალბდა და ხმები მოაკლდა ოპოზიციურ პარტიებს, ის მაინც, რაც ცესკო-ს გაყალბებული შედეგით ეკუთვნის პარტიას, ეს გახლავთ მათი საარჩევნო აქტივობის შედგი და არ უკავშირდება საპარლამენტო აქტივობას. საპარლამენტო დაფინანსების კომპონენტი არის ცალკე და ბუნებრივია, საპარლამენტო დაფინანსება არ უნდა მიიღო, თუ არ შედიხარ პარლამენტში, მაგრამ როცა მონაწილეობ არჩევნებში, შენ გეკუთვნის თუნდაც დაკლებული და გაყალბებული ხმებით ის, რაც არჩევნების შედეგიდან გამომდინარე გეკუთვნის. მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა მეორე მხარეს გვყავს მილიარდერის პარტია დიდი და შავი დაფინანსებით, მეორე მხარესაა სახელისუფლებო პარტია, რომელიც საბიუჯეტო რესურსს იყენებს საკუთარი პარტიული მიზნებისთვის და მეორე მხარეს გვყავს პარტია, რომელიც ბიზნესმენებს პირდაპირ აიძულებს, არ შეწირონ თანხა ოპოზიციას. ასეთ პირობებში დაფინანსების არ აღება ნიშნავს რეალურად ოპოზიციის მნიშვნელოვან დასუსტებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო