პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის შენობის უკანა მხარეს სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა- შემოხლაა. „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიასა და სხვა აქტივისტებს პარლამენტის უკანა მხარეს განთავსებულ დროებით რკინის კონსტრუქციაზე წარწერის „20%“ გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა ელენე ხოშტარიას ე.წ. პულვიზატორი ჩამოართვეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და აგრესია მოჰყვა.

„ჩვენ მოქალაქეებს კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული უფლება, რომ ამ რაღაც დროებით ღობეზე გავაკეთოთ წარწერა. თან რას ვწერთ ?- 20%. 20% არის ოკუპირებული, 20%-ის ოკუპაციის გამო თვალები დასთხარეს ადამიანებს. ამ ადამიანებს დღეს კარასინი და აბაშიძე ერთად ეძახიან ანტირუსულ პროვოკატორებს. აი, ამას რომ ვაპროტესტებთ, ეს პოლიცია ჩამწკრივებული დააყენეს და ადამიანებს ხელებს უგრეხენ. შეშის ქურდებად ხომ აქციეს და ახლ „პულვიზატორების“ ქურდებად აქციეს,“- განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს