ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე წარწერა - "ბიძინა მონა", „20%“ დატოვა

"ბიძინა მონა", „20%“ - ამ შინაარსის წარწერა საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასველთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ დატოვა.

წარწერის დატოვებამდე ხოშტარისა და სამართალდამცავებს შორის შეხლა -შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებული პილიცია მას და სამოქალაქო აქტივისტებს უფლებას არ აძლევდნენ, რომ რკინის ბარიკადებზე დაეტოვებინათ წარწერა "ბიძინა მონა", 20% -ნიშნად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. საბოლოოდ კი, აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ აღნიშნული წარწერის გაკეთება მაინც შეძლეს რკინის ბარიკადებზე.

"რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ დავაწერთ. ვერ დაგვიშლიან კონსტიტუციიით გარანტირებული უფლების განხორციელებას", - განაცხადა ხოშტარიამ.

აქცია საქართველოს პარლამენტთან დასრულდა. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აპირებენ გადაინაცვლონ შსს-სთან, სადაც დღევანდელი აქციის დროს დაკავებული პირები არიან გადაყვანილი.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის